LIVING STREAM MINISTRY

მასობრივი გავრცელების გამომცემლობა

წიგნების ფაილების გადახედვა და ჩამოტვირთვა

ქვემოთ ჩამოთვლილია ამ სერიაში არსებული წიგნები, რომლებიც ჯგუფდება ძირითადი, საშუალო და დაწინაურებული თემების თანახმად. უბრალოდ დააწკაპუნეთ ჩამოტვირთვის ლინკზე, რათა დაიწყოთ კითხვა.

სამოქმედო გეგმა ამ საიტზე ფაილების გავრცელებისთვის

ცოცხალი ნაკადის მსახურება მოხარულია, გახადოს უფასოდ ხელმისაწვდომი ამ შვიდი წიგნის ელექტრონული ვერსიები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბევრი წაიკითხავს ამ წიგნებს და სხვებსაც თავისუფლად შესთავაზებენ მათ. კარგი წესრიგის გულისათვის ჩვენ გთხოვთ, რომ შეიზღუდოს ამ ფაილების ამობეჭვდები თქვენი პირადი გამოყენებისათვის. გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ ეს ფაილები სადმე რაიმე ფორმით. თუ თქვენ გსურთ ამ ასლების დუბლიკაციის მოხდენა, გთხოვთ, მოგვმართეთ წერილობითი მოთხოვნით შემდეგ მისამართზე: [email protected]. ჩვენ ასევე მოვითხოვთ, რომ ყველა საავტორო უფლების უწყება დაცული იქნეს შესაბამისი კანონის თანახმად. ეს ,,PDF" ფაილები არაა განკუთვნილი იმისათვის, რომ სხვა გამოყენებისთვის იქნეს გარდაქმნილი ან შეცვლილი.

ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები, ტომი 1
ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები, ტომი 1
by Witness Lee and Watchman Nee
უკანა ყდიდან: ქრისტიანული ცხოვრება აღსავსეა ღრმა მნიშვნელობითა და აზრით, თუმცა მრავალი ადამიანისათვის უცნობია ამ სიცოცხლის ძირითადი ელემენტები, რომლებიც წარმოდგენილია ღმერთის სიტყვაში, ბიბლიაში. ვოჩმან ნისა და ვიტნეს ლის წიგნი `ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები~, ნაწილი პირველი, მოიცავს ქრისტიანული ცხოვრების გადმოცემასა და აღწერას. პირველ თავში, რომელიც ეძღვნება ადამიანის სიცოცხლის საიდუმლოს, ნაჩვენებია ღმერთის გადარჩენის გეგმა. შემდეგ თავებში დაწვრილებით არის აღწერილი ქრისტიანის ზოგიერთი ძირითადი განცდა. ბოლო თავი გვიხსნის მორწმუნის ქრისტიანული ცხოვრების ძირითად გასაღებს ქრისტეს განცდას ადამიანურ სულში.

ჩამოტვირთვა PDF გთხოვთ, დაეთანხმოთ გავრცელების პირობებს, რათა შეძლოთ ამ წიგნის გადმოწერა.

ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები, ტომი 2
ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები, ტომი 2
by Witness Lee and Watchman Nee
უკანა ყდიდან: ქრისტიანული ცხოვრების ცენტრი არის ის, რომ შევიცნოთ თვით ქრისტე. ამისათვის ჩვენ ყოველდღიურად უნდა შევეხოთ მას, და განვიცადოთ ის ცოცხლად. ეს განცდა მოიცავს ზოგიერთ ძირითად ელემენტს, მათ შორისაა: სათანადო სულიერი საკვები, რეგულარული სულიერი განცდა და ღრმა სულიერი ზრდა. ვოჩმან ნისა და ვიტნეს ლის წიგნი „ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები“, ნაწილი მეორე, გვიხსნის ჯანსაღი ქრისტიანული ცხოვრების ძირითად ელემენტებს: უფალთან დროის გატარებას, მასთან მარტივი გზით შეხებასა და მასში ღრმად ზრდას. ეს შეტყობინენები მიიყვანს მძებნელ ქრისტიანებს ღმერთის სიტყვაში უხვად გამოკვებამდე, ქრისტესთან მუდმივად შეხებამდე და ღმერთის ღრმა და დაფარულ განცდამდე.

ჩამოტვირთვა PDF გთხოვთ, დაეთანხმოთ გავრცელების პირობებს, რათა შეძლოთ ამ წიგნის გადმოწერა.

ყოვლისმომცველი ქრისტე
ყოვლისმომცველი ქრისტე
by Witness Lee
უკანა ყდიდან: ძველი აღთქმის ყველა წინასახე და გამოხატულება არის ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, შესანიშნავი სურათი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამასთანავე სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი წინასახე არის კეთილი მიწა, ქანაანის მიწა. წიგნ „ყოვლისმომცველ ქრისტეში“ ვიტნეს ლი განმარტავს რამდენიმე ნაწყვეტს მეორე რჯულიდან და გვიჩვენებს, რომ ისრაელის შვილების მიერ მემკვიდრეობით მიღებული მიწა არის სრული წინასახე ყოვლისმომცველი ქრისტესი, ანუ ჩვენი ახალი აღთქმისეული მემკვიდრეობისა. ვიტნეს ლი დაწვრილებით წარმოგვიდგენს კეთილი მიწის აურაცხელ სიმდიდრეს, გვიხსნის ყველა წინასახეს და გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვიყენოთ ისინი ჩვენს განცდებში. ის ამ წიგნის თითოეულ გვერდზე შთააგონებს ღმერთის მძებნელებს, რომ მათ ყოველდღე განიცადონ ქრისტე და დატკბნენ მისით, როგორც კეთილი მიწით, ღმერთის მარადიული ჩანაფიქრის შესასრულებლად.

ჩამოტვირთვა PDF გთხოვთ, დაეთანხმოთ გავრცელების პირობებს, რათა შეძლოთ ამ წიგნის გადმოწერა.

ღმერთის სახლმშენებლობა
ღმერთის სახლმშენებლობა
by Witness Lee
უკანა ყდიდან: 1927 წელს ვოჩმან ნიმ გამოაქვეყნა წიგნი „სულიერი ადამიანი“, რომელიც გახდა კლასიკური სულიერი ნაწარმოები ქრისტიანის ზრდისა და განვითარების შესახებ. ამ წიგნში მან გადმოსცა თითქოსდა უბრალო ბიბლიური ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან: სულის, სამშვინველისა და სხეულისაგან. ეს ჭეშმარიტება არის ცენტრალური და აუცილებელი გამოცხადება სულიერ ცხოვრებაში მორწმუნეების ზრდისა და სათანადო პროგრესისათვის. წიგნ „ღმერთის სახლმშენებლობაში“ ვოჩმან ნის უახლოესმა და ყველაზე უფრო ნდობით აღჭურვილმა თანამშრომელმა, ვიტნეს ლიმ, განავითარა ეს საკითხი და დაგვანახვა ბიბლიის ცენტრალური გამოცხადება - ღმერთს სურს ჩანერგოს თავისი თავი ადამიანში, იმისათვის, რომ მოიპოვოს თავისი სრული გამოხატულება ეკლესიაში. ეს არის ღმერთის გეგმა, ღმერთის სახლმშენებლობა. ამ წიგნში ვიტნეს ლი ნათლად გვიხსნის ღვთაებრივი სამების მოძრაობას მისი სახლმშენებლობის თანახმად და აჩვენებს მორწმუნეებს, თუ როგორ შეიძლება პრაქტიკულად ღმერთთან თანამშრომლობა ღმერთის მარადიული გეგმის შესასრულებლად.

ჩამოტვირთვა PDF გთხოვთ, დაეთანხმოთ გავრცელების პირობებს, რათა შეძლოთ ამ წიგნის გადმოწერა.

ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები, ტომი 3
ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები, ტომი 3
by Witness Lee and Watchman Nee
უკანა ყდიდან: არის ქრისტეს კიდევ რამდენიმე განცდა, რომლებსაც შეიძლება ეწოდოს ძირითადი განცდები ქრისტიანული ცხოვრებისათვის. ჩვენ, მორწმუნეებმა, უნდა ვიცხოვროთ უფრო მაღალი პრინციპის, სიცოცხლის პრინციპის, და არა სწორისა და არასწორის პრინციპის თანახმად. როდესაც ღმერთის სიცოცხლე მოქმედებს ჩვენში, ამ სიცოცხლის ნათებას მივყავართ სათანადო ცხოვრებისაკენ და გვაშენებს ჩვენ სხვა მორწმუნეებთან ერთად ღმერთის ერთობლივ გამოხატულებად, ანუ ეკლესიად. ვოჩმან ნისა და ვიტნეს ლის წიგნი „ქრისტიანული ცხოვრების ძირითადი ელემენტები“, ნაწილი მესამე, დაწვრილებით განიხილავს ამ განცდებს. ეს შეტყობინებები ყველა მორწმუნეს მისცემს სულიერ საკვებს უფალში მათი პირადი ზრდისათვის და ეკლესიის ზრდისა და აშენებისათვის.

ჩამოტვირთვა PDF გთხოვთ, დაეთანხმოთ გავრცელების პირობებს, რათა შეძლოთ ამ წიგნის გადმოწერა.

სიცოცხლის შეცნობა
სიცოცხლის შეცნობა
by Witness Lee
უკანა ყდიდან: ღმერთის სურვილი არის ის, რომ მოიპოვოს სრული, ერთობლივი გამოხატულება ადამიანში, რომელსაც აქვს ღმერთის სახება, წარმოადგენს მის დიდებას და გააჩნია მისი ძალაუფლება, იმისათვის, რომ ბოლო მოუღოს თავის მტერს. მაგრამ ძალიან ცოტა მორწმუნე აცნობიერებს, რომ ეს სურვილი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ღმერთის საკუთარი სიცოცხლის მეშვეობით. უფრო ცოტანი არიან ისინი, ვინც შეხებია იმ ღვთაებრივი სიცოცხლის შეცნობისა და განცდის საკითხს, რომელიც მისაწვდომი გახდა ჩვენთვის ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მეშვეობით. წიგნ „სიცოცხლის შეცნობაში“ ვიტნეს ლი გვიჩვენებს გზას, მიმავალს სიცოცხლისაკენ, რომელიც იწყება ხელახლა შობით და მთავრდება სიცოცხლის შინაგანი შეგრძნებით. „სიცოცხლის შეცნობა“ საფუძველს უყრის ქრისტეს ნამდვილ განცდას და მიჰყავს მკითხველი შემდეგ წიგნ „სიცოცხლის განცდასთან“.

ჩამოტვირთვა PDF გთხოვთ, დაეთანხმოთ გავრცელების პირობებს, რათა შეძლოთ ამ წიგნის გადმოწერა.

დიდებული ეკლესია
დიდებული ეკლესია
by Watchman Nee
უკანა ყდიდან: ღმერთი განიხილავს ეკლესიას, გამოსყიდულ მორწმუნეებს, ზეციური თვალსაზრისით. ის უყურებს მას არა როგორც ცოდვისა და ცოდვების ძალით დამარცხებულს, არამედ როგორც ქრისტეს დიდებულ წყვილს. წიგნ „დიდებულ ეკლესიაში“ ვოჩმან ნი განიხილავს ეკლესიის ოთხ ძირითად გამოხატულებას ბიბლიაში: ევას დაბადების მე-2 თავში, ცოლს ეფესელთა მიმართ წერილის მე-5 თავში, დედაკაცს გამოცხადების მე-12 თავში და პატარძალს გამოცხადების 21-ე და 22-ე თავებში. თითოეულ შემთხვევაში ის გვიჩვენებს ეკლესიის უმაღლეს მოწოდებას - ეკლესიამ უნდა შეასრულოს ღმერთის მარადიული ჩანაფიქრი. წიგნი გამოიცემა დანართით, რომელშიც შესულია ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი, შეტყობინების დროს ხელნაწერის სახით გაკეთებული, შენიშვნები. ეს გამოცემა არის ყველაზე სრული ჩანაწერი შეტყობინებებისა, რომლებიც გააკეთა ვოჩმან ნიმ 1939 წლის შემოდგომიდან 1942 წლის შემოდგომის ჩათვლით.

ჩამოტვირთვა PDF გთხოვთ, დაეთანხმოთ გავრცელების პირობებს, რათა შეძლოთ ამ წიგნის გადმოწერა.